სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს პენიტენციურ სისტემაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება, ამიტომ სახალხო დამცველი გამოდის რეკომენდაციით, რომ მოხდეს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზის ჯანრთელობის მდგომარეობა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ომბუდსმენის თქმით, მათი დასკვნის მიხედვით მამალაძის მდგომარეობა რთულია და მას არ უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასა და დეკანოზ მამალაძის ადვოკატებს.