სახალხო დამცველის განცხადება

15:32, 22.10.2026

სახალხო დამცველი ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი