სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს არიტიკებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ის არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მისი განცხადებით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში. ლომჯარია მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი კრიტერიუმები: კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე, გარდა ამისა, შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.