სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს. მოთხოვნაა, რომ იმ ადამიანების მიმართ გატარდეს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ. ომბუდსმენის თქმით, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიან გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაკავებულებიდან 225 ადამიანი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, 157 პირს კი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ომბუდსმენმა არაფორმალური დაჯგუფებების მხრიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდა. ომბუდსმენის კიდევ ერთი მოწოდებაა, რომ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებაში ხელი არ შეუშალონ.