სახალხო დამცველის განცხადება

15:15, 03.12.2024

დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 160-მდე ადამიანი მოინახულეს. მისივე თქმით, მათი უმრავლესობა არის ნაცემი და მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. იოსელიანის განცხადებით, ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება და გაიგზავნა ეს მასალები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი