სახალხო დამცველის განცხადება

პრაიდფესტივალის საფინალო დღეზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. „ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.“- წერს ლევან იოსელიანი.