სახალხო დამცველის განცხადება  

ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილს მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან მესამე სექტორის კრიტიკაზეც ჰკითხეს.

პარტიის თავმჯდომარე გუნდის წევრების პოზიციას იზიარებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერთა ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებებს ხელისუფლების კოორდინირებულ შეტევად და მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დღეს გავრცელებულ წერილში მმართველ გუნდს მოუწოდებს, უფლებადამცველების კრიტიკის ნაცვლად სავარაუდო კორუფციულ ბრალდებებს გასცეს პასუხი.

დაპირისპირებაში ერთვება სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი მმართველ გუნდს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ახსენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერას უცხადებს.