სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი აცხადებს რომ გლდანის 18-ე სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ნინო ლომჯარიას ცნობით, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან მას უთხრეს, რომ მიჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, რასაც იგი დათანხმდა. ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, დაწესებულებიდან, პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის და ისმოდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლაა.