სახალხო დამცველის განცხადება

მეთვრამეტე პენიტენციური დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მისთვის სათანადო სამედიცინო სერვისების გაწევას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ განაცხადა. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ვერც უსაფრთხოების ზომების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.

ომბუდსმენის ოფისის პოზიციას მმართველ გუნდში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ყველა სახელმწიფო უწყება სააკაშვილის უფლებების დაცვას კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს და მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღება გარანტირებული იქნება.