სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ციხეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტები და მონიტორინგი გართულდა და საფრთხის შემცველი გახდა. მიზეზად ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს ასახელებს. მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ე.წ. მაყურებლები ემუქრებიან და მუშაობაში ხელს უშლიან. პატიმართა გარკვეული ჯგუფის ქმედებებს კი ლომჯარიას მტკიცებით, პენიტენციური სამსახური და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ახალისებდნენ. ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.