სახალხო დამცველის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციას, რომელიც გუშინ ბათუმში გაიმართა, სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის უპასუხისმგებლობის გამოვლინება, როდესაც პირბადის გარეშე და დისტანციის დაუცველად, ათასობით ადამიანის შეკრება ხდება. მით უფრო რეგიონში, სადაც ვირუსის გავრცელება კრიტიკულ მასშტაბს აღწევს.

ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ომბუდსმენი წერს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კიდევ ერთი შეკითხვა მოსდევს, – შეიძლება თუ არა წინასაარჩევნო ღონისძიებებიც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების საფრთხე გახდეს.