სახალხო დამცველის განცხადება

პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სახალხო დამცველი.  ნინო ლომჯარია  სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის პიკეტირება უკანონოა და ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებლები, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“. უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო. პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და, შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს, არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ,”- აცხადებს ლომჯარია. მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის.