სახალხო დამცველის გამოხმაურება

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ლევან იოსელიანი 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშსაც აქვეყნებს და წერს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ კუთხით წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.