„სტრასბურგის სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, თუმცა არ იცავს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას, ეს არის სტანდარტი, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე“ – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საჩივარზე დასმულ შეკითხვას.