სახალხო დამცველის გამოხმაურება

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით ამაღლობელის საქმეზე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ამ მიმართვაში საუბარია აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის გამოყენების დაუსაბუთებლობაზე და მიზანშეუწონლობაზე.