ომბუდსმენი მიმდინარე აქციებს და განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა 156 ადამიანი მოინახულა და მათგან 124 ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა მათზე ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას. ლევან იოსელიანი სამართალდამცველებს მოუწოდებს, კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდნენ და მხოლოდ ლეგიტიმური ძალა გამოიყენონ.