სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პროცესის ჩაშლაზე მთელ პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უმრავლესობა კონსენსუსისთვის მზად იყო, თუმცა ოპოზიციამ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა. ანალოგიური პრეტენზია აქვთ მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციურ ძალებში.