სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო შეხვედრა გამართა

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ფოკუსი სუიციდის პრევენციაზე გაკეთდა. საქართველოში გასულ წელს ასეთი 389 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წლის ექვსი  თვის მონაცემებით კი, სიცოცხლე  თვითმკვლელობით 207 ადამიანმა დაასრულა.

სუიციდის პრევენციასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ შეხვედრა, სახალხო დამცველის აპარატმა გამართა. ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად გაზრდილი ბიუჯეტისა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა ქვეყანაში მცირეა და პრობლემაა სერვისების უწყვეტად მიწოდების საკითხიც. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემების მოგვარების მიზნით, სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო.