სახალხო დამცველის ანგარიში - შეფასებები

5 ივლისის მოვლენებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშიც.

პარლამენტი დოკუმენტის განსახილველად ემზადება. ომბუდსმენის დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და არაერთ სფეროს მოიცავს. ნინო ლომჯარიას მთავარი გზავნილია, რომ 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ზოგიერთ ნაწილში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. სახალხო დამცველი აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას და შესაბამისი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, სასამართლო სფეროში არსებულ ვითარებას, პროკურატურის საქმიანობას, მას ასევე პრეტენზიები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ომბუდსმენი საუბრობს პოლიტიზირებულ გამოძიებებზე, მის მიმართ მუქარის ფაქტებზე და მედიის და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვის ტენდენციაზეც. მძიმეა მისი შეფასებები ციხეებში არსებულ ვითარებაზე და ბოლო არჩევნებთან დაკავშირებითაც.