სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს.

დოკუმენტი 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. ომბუდსმენმა კანონმდებლებს 2019 წელს განვითარებულ პროცესებზეც მიმართა. მათ შორის ნინო ლომჯარიამ ყურადღება 20 ივნისის აქციის დაშლაზე გაამახვილა. ასევე განსაკუთრებულად გამოიყო მაჩალიკაშვილის საქმე, არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიება და ზვიად გამსახურდიას საქმე.

ომბუდსმენის ანგარიში ტრადიციულად მოიცავს სხვადასხვა პრობლემურ მიმართულებას. გარდა ამისა ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს წვდომა მიმდინარე გამოძიებების მასალებზე, შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს მათი მიმდინარეობების ხარისხი.

ნინო ლომჯარია პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს, რომელიც სახალხო დამცველს მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.