სახალხო დამცველის ანგარიში 

მწვავე კითხვების ფონზე ჩაიარა სახალხო დამცველის მოსმენამ.

ომბუდსმენმა დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში ჩააბარა, თუმცა 2019 წლის გახმაურებულ საქმეზეებზეც მოუხდა საუბარი. მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენებზე, რომლის გამოძიებას მონიტორინგს უწევს. ძიების მიმართ ნინო ლომჯარიას შენიშვნები ინტერესთა კონფლიქტის კუთხით აქვს, თუმცა დღეს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან დააანონსა, რომ მალე შესაძლოა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა დადგეს. აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურითაც უკმაყოფილოა, განსაკუთრებით შეფასების სისტემით და დაწერილი ქულებით, რის გამოც იუსტიციის საბჭო დღეს მისი კრიტიკის სამიზნედ იქცა.

დეპუტატებმა სახალხო დამცველს პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალების აქტზეც ჰკითხეს. ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილისგან დეტალურ განმარტებებს ითხოვს.

შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლამ ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა.

თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს ომბუდსმენის მოსმენას.