სახალხო დამცველის ანგარიში

18:27, 05.03.2019

სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველმა 160-მდე საქმე განიხილა.

21 შემთხვევაზე რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადება გასცა. 2018 წლის თანასწორობის მდგომარეობის ანგარიში სახალხო დამცველმა დღეს წარმოადგინა. ომბუდსმენის თქმით, ყველაზე ხშირად მიმართვიანობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზეა, შემდეგ პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია მოდის. მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, – 71% საჯარო სექტორს უკავშირდება.

მსგავსი