სახალხო დამცველის ანგარიში

12:13, 23.06.2026

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. 428-გვერდიან დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას.

ობუდსმენი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, რისკი ექმნება გამოხატვის თავისუფლებას, მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობას და პლურალიზმს. სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვამ კი მნიშვნელოვნად დააზიანა მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხი.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას. საუბარია საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტებზე, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო. ანგარიშში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში არსებულ მწვავე ვითარებაზეც. გაკრიტიკებულია პენიტენციურ სისტემაში გადატვირთულობისა და არაფორმალური მმართველობის საკითხები. სიღარიბე კი კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად არის დასახელებული. სახალხო დამცველის ანგარიშს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

მსგავსი