სახალხო დამცველის ანგარიში

12:12, 06.06.2025

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატში 2024 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის შესახებ 3000-ზე მეტი განცხადება შევიდა. მისივე განმარტებით, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 სარეკომენდაციო წერილით მიმართა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 36 პირი დააკავეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 34 პირი დააკავეს. ლევან იოსელიანი 2023 წელს შოვში მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო. ასევე, სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ფემიციდის აცილება და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება გამოწვევად რჩება. იოსელიანი საანგარიშო პერიოდში პრობლემად ასახელებს დაკავებული პირებისათვის ადვოკატის დროულ ხელმისაწვდომობასა და ოჯახის ინფორმირებულობას. ომბუდსმენი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო და განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის აპარატმა ამ პერიოდში 422 პირი მოინახულა.

მსგავსი