სახალხო დამცველის ანგარიში 

სასამართლო სფეროში არსებულ ხარვეზებზე საუბარი მოუხდა სახალხო დამცველს, რომელსაც დღეს პარლამენტში მოუსმინეს.

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს 2020 წლის ანგარიში გააცნო. დოკუმენტში მოხვდა რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელთა გამოძიების შედეგებით ომბუდსმენის აპარატი უკმაყოფილოა. მძიმედ ფასდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარება, სახალხო დამცველს პრეტენზიები აქვს ციხეებში სამედიცინო სერვისების დროული მიწოდების კუთხითაც. ომბუდსმენს ასევე აინტერესებს, ღამის 11 საათის შემდეგ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის რა საფუძვლები არსებობს და რატომ არ უქმდება თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ე.წ. კომენდანტის საათი.

11-საათიანი გამოსვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ ოპოზიციისგან მადლობა, მმართველი გუნდისგან კი საყვედურები მიიღო.