სახალხო დამცველის ანგარიში

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. ომბუდსმენმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა პანდემიიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრობლემაზე, ასევე სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე პრობლემას წარმოადგენდა ძალადობრივი ინციდენტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლი, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლა და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ დისბალანსის ფაქტების უდიდესი ნაწილის განუხილველობა. ასევე სახალხო დამცველის 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდა შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში. ნინო ლომჯარია თავის ანგარიშში საუბრობს გახმაურებულ საქმეზე.