სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის განხილვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშს განიხილავს. 400-გვერდიან დოკუმენტში ომბუდსმენი ყურადღებას 20-21 ივნისის საქმეზე, მედიის თავისუფლების კუთხით გასულ წელს შექმნილ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებსა და გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის საქმეებზე ამახვილებს. ნინო ლომჯარია, ანგარიშში, პრობლემური საკითხების პარალელურად, აქცენტს ქვეყანაში განხორციელებულ პოზიტიურ ნაბიჯებზეც  აკეთებს. საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და ამოქმედებაზე. პარლამენტის მიერ ბავშვთა კოდექსის დამტკიცებასა და შრომის უსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.  საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშიდან 20 ივნისის საქმეს გამოყოფენ და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სახალხო დამცველის ანგარიშს დეპუტატები დღესვე სესიაზე განიხილავენ.