სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში

შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას საკუთარ ანგარიშში სახალხო დამცველიც ითხოვს. ომბუდსმენის აზრით, კანონში შესული ცვლილებები არაეფექტური აღმოჩნდა.

450-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა ხორავას და მაჩილაკაშვილის საქმეები, რომელთა გაჭიანურებული ძიების გამო ნინო ლომჯარია პარლამენტს მანდატის ზრდას და საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას სთხოვს.

ანგარიშში შეფასებულია სასამართლო სფეროში მიმდინარე პროცესები, მოსამართლეების არჩევის სადავო თემა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები.

სახალხო დამცველის აზრით, ქვეყანაში ისევ გამოწვევად რჩება ბავშვთა უფლებების დაცვა, ჰაერის დაბინძურების პრობლემა და გენდერული თანასწორობის დაცვა.

ჯანდაცვის სფეროზე საუბრის დროს განსაკუთრებული აქცენტი ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ მძიმე პირობებზე კეთდება.

ომბუდსმენი სხვადასხვა მიმართულებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტურობაზეც მიუთითებს.