სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ომბუდსმენი სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის პროცესს გაეცნო. რეაბილიტაცია 28 სახლს უტარდება, რისთვისაც მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები შერჩევით მიმდინარეობს და უფრო მეტი თანხა იმ ოჯახებისთვისაა გამოყოფილი, რომლებიც არ არიან მუდმივი მაცხოვრებლები. ლევან იოსელიანის განცხადებით, მის ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების პრობლემებსა და მათ მოგვარებას. ომბუდსმენი ზარდიაანთკარის შემდეგ ერგნეთში, ჭვრინისსა და ყარაფილაშიც ჩავა.