სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

18:43, 30.04.2025

საქართველოს სახალხო დამცველი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სამ სოფელში მოსახლეობას შეხვდა. ორსანტიაში, კოკსა და შამგონაში  მოსახლეობასთან შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა. სახალხო დამცველი დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია აქაურებისთვის სხვადასხვა სერვისები, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა, არის თუ არა მოწესრიგებული შშმ პირთათვის გარემო. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათ არ დატოვონ საკუთარი საცხოვრებლები.

მსგავსი