სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ლევან იოსელიანი მოსახლეობას დევნილთა ჩასახლებში და სოფელში შეხვდა. უსაფრთხო გადაადგილება აქ მაცხოვრებლების მთავარ სირთულეა. ადგილობრივებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ საჭიროებებზე. მთავარ პრობლემად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა დასახელდა. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კი სახალხო დამცველს სასმელი წყლის ხარისხით დაინტერესება სთხოვეს. ადგილობრივების თქმით, წყალს, რომელიც მათ გრაფიკით მიეწოდებათ, სასმელად ვერ ხმარობენ.

ლევან იოსელიანმა ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.