სახალხო დამცველი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

ნინო ლომჯარიამ პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში.