სახალხო დამცველი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს

სახალხო დამცველი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუმცა, მისი თქმით, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ექსპერტული შეფასება გაუკეთოს. ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს.