სახალხო დამცველი ხურვალეთში

სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. ნინო ლომჯარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს  შეხვდა. 80 წლის მოხუცი სახალხო დამცველს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

ვანიშვილების სახლი 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. დღესვე ნინო ლომჯარია ხურვალეთის დევნილთა სახლებში,  ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.