სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე და შერიგებაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია აფხაზებთან შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.