საკეისრო კვეთაზე დაწესებული რეგულაციების შედეგები

შეამცირა თუ არა საკეისრო კვეთების საგანგაშო რაოდენობა ორი წლის წინ სამშობიარო კლინიკებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა – საუბარია დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფები გაიზარდა და გათანაბრდა. კლინიკებს მსგავსი ოპერაციების  მაქსიმალური ზღვარი დაუწესდათ, სახელმწიფო დაფინანსებამ კი მოიმატა. მიზანი სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და საკეისრო კვეთების კრიტიკული ზღვარის მინიმუმამდე შემცირება იყო.

შეიცვალა თუ არა სამედიცინო კუთხით ნეგატიური და საფრთხის შემცველი ტენდენცია – მედიკოსებს  მარიამ აფციაური ესაუბრა.