რა ვითარებაა ლენტეხში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს

ლენტეხში უკვე რამდენიმე საათია, ახალი წესებია ამოქმედებული.

მუნიციპალიტეტი სრული კარანტინის რეჟიმშია. კონტორლის ახალი მექანიზმი  მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

წესების გამკაცრების მიზეზი „კოვიდ 19“-ის შიდა გავრცელების ფაქტები გახდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ახალი დაინფიცირებულებიდან სამი საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მცირეწლოვანი ბავშვი კი, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჩაკეტილი მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ლენტეხშიც უკვე მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი.

ნოდარ ჩაჩუა ადგილიდან ახალი ინფორამაციით.