საკარანტინო რეჟიმი ლენტეხში, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

უკვე რამდენიმე საათია ლენტეხის მუნიციპალიტეტი კონტროლის ახალი მექანიზმის პირობებშია.

წესების გამკაცრების მიზეზი „კოვიდ 19“-ის შიდა გავრცელების ფაქტები გახდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ახალი დაინფიცირებულებიდან, სამი საუნივერსიტეტო კლინიკაში, მცირეწლოვანი ბავშვი კი, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჩაკეტილი მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ლენტეხშიც უკვე მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი.

რა ხდება ამ წუთისათვის სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებულის შემთხვევები გამოვლინდა, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.