საკარანტინე სივრცის დატოვება

18:25, 18.04.2020

98-მა ადამიანმა დატოვა დღეს სასტუმრო „შერატონში“ მოწყობილი საკარანტინე ზონა. მათი ტრანსპორტირება თბილისის მერიამ უზრუნველყო. სულ საქართველოს მასშტაბით, საკარანტინე ზონა ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს, სადაც 4945 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

მსგავსი