საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ირანის ელჩთან მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის დადებითი დინამიკა, რომელსაც საქართველოსა და ირანის მთავრობები ხელს უწყობდნენ, იმედის მომცემია და სამომავლოდ, რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას დაეხმარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას ხალხებს შორის კავშირების გაფართოებისთვის და ორი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მან ირანის ელჩს მადლობა გადაუხადა ირანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.