საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი 

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ „საინიციატივო ჯგუფის“ წევრებთან ერთად, პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი დაარეგისტრირა. პირველი ეხება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, ცვლილებებსა და კანონში დამატებების შეტანას – რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიგრანტებს, აღარ ექნებათ დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე მუშაობის უფლება, ამასთან შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით – გაათმაგდება ფინანსური ზღვარი ბინადრობის უფლების მიღებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის ნაწილში.

რაც შეეხება „საგადასახადო კოდექსში“ არსებული ინიციატივის ცვლილებებს – ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, უკვე დაძველებული ტარიფია ონლაინ ვაჭრობისას 300-ლარიანი ზღვარის გადამეტების შემთხვევაში პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის ვალდებულება, აქედან გამომდინარე, ინიციატივის მიხედვით, ტარიფი და საბაჟოსთვის დამატებით გადახდის ვალდებულება, მხოლოდ 1 000-ლარიან შენაძენზე გადაჭარბების შემთხვევაში იქნება საჭირო. აგრეთვე, საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადების მიხედვით, თუ პირს წლიური 40 000 ლარი აქვს შემოსავალი, მას ქონების დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს, არამედ ზღვარი ამ შემთხვევაში 100 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.