საკანონმდებლო პაკეტი „ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“

21:35, 02.07.2025

სამი მოსმენით და დაჩქარებული წესით მიღებულია კანონპროექტი, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

15 აგვისტოდან კერძო კლინიკები პაციენტებს ნარკოტიკების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ვეღარ შესთავაზებენ. ამ უფლებას მათ დღეს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ართმევს – ჩანაცვლებითი თერაპიის კონტროლი და პროცესის ზედამხედველობა მთლიანად სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ მოექცევა. ხელისუფლების არგუმენტია, რომ კერძო დაწესებულებების მომსახურება ხშირად არა პაციენტების განკურნებაზე, არამედ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალურად მიწოდებაზეა მიმართული. გადაწყვეტილებას მომხრეებთან ერთად სკეპტიკოსები და მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. დღეს მიღებული კანონი ფინანსური ინტერესების გამორიცხვის არგუმენტით კერძო სუბიექტების მხრიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსაც კრძალავს.

მსგავსი