საკანონმდებლო პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“

ცხარე კამათის ფონზე წარიმართა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მიზეზი ახალი საკანონმდებლო რეგულაციები იყო. ცვლილებების წინააღმდეგ უმრავლესობის წევრები დავით ჭიჭინაძე, ლევან კობერიძე და კახა ოქრიაშვილი გამოვიდნენ. პრეტენზიები იმ ცვლილებებს ეხება, რომელიც სტარტაპების წახალისებასა და კომერციული რეკლამის დაშვებას ეხება. ამასთან, დეპუტატების ნაწილს კითხვაც კი გაუჩნდა, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საკომიტეტო განხილვას წინ უძღვოდა რომან გოცირძის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცლილებას ეხება.

გთავაზობთ საკომიტეტეო განხილვის ნაწილს . უფრო ვრცლად კი თემის დეტალები ნახეთ „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 21:00 საათზე.