საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება. ისინი ამ ცვლილებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ, რაც „დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული“. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება ჩამოყალიბდება.

როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და რას წერს სოციალურ ქსელში სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, – გიორგი კობერიძე გაგვაცნობს მათ განცხადებებს.