მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში მწვავე შეფასებების თემაა – ამერიკული „ფარას“ ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებსა, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამერიკული „ფარას“ გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ.