პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ამერიკული „ფარას“ ზუსტი ნათარგმნი ვერსია დარეგისტრირდა. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ინიციატივა ქვეყნის მოკავშირეების მტრად გამოცხადებას ემსახურება და რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. მმართველი გუნდი კი ამერიკული „ფარას“ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გადმოტანას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ კანონი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს.