საკანონმდებლო ინიციატივა - სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტს მოუწოდებს, უწყების გაუქმებაზე მსჯელობა შეწყვიტოს, – განცხადება ლონდა თოლორაიამ გააკეთა. ის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მათ მიერ მომზადებულ კრიტიკულ დასკვნებს უკავშირებს.

თოლორაიას განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, წერია, რომ 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება წყდება.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ბიუროს დღეს წარედგინება. განიხილავს თუ არა პარლამენტი პროექტს დაჩქარებული წესით, ეს დღესვე გადაწყდება.