საკანონმდებლო ინიციატივა – პოლიტიკური შეფასება

18:11, 23.02.2025

უახლოეს დღეებში მმართველი გუნდი პარლამენტში იმ კანონპროექტს წარადგენს, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი დაბრუნდება. მას „სამშობლოს ღალატი“ ერქმევა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბევრი მოღალატეა და მათ სახელმწიფომ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები უნდა დაუპირისპიროს. ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ეს მუხლი რამდენიმე წლის წინ მიზანმიმართულად გააუქმა. დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.

მსგავსი