საკანონმდებლო ინიციატივა მედიის შესახებ

21:17, 06.02.2025

რეზონანსული აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

მედია ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე რეაქციები გეგმას, რომელიც მედიის კანონის მიღებას გულისხმობს. „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ახალ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციოს და გზამკვლევად ბრიტანული მოდელი გამოიყენოს. არგუმენტად დეზინფორმაციასთან და სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა სახელდება. დაანონსდა მედიისთვის უცხოური დაფინანსების მიღების საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვაც. გაჩნდა კითხვები, რა კრიტერიუმებით და მექანიზმებით უნდა განისაზღვროს მედიის ობიექტურობის სტანდარტები. უფლებადამცველი ორგანიზაციები მედია-გარემოს გაუარესების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია-საშუალებების კონტროლის რისკებზე მიუთითებენ.

დაანონსებულ ინიციატივას აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტებიც.

მსგავსი