საკანონმდებლო ინიციატივა მედიის შესახებ

„ქართული ოცნების“კიდევ ერთი ინიციატივა მედიას ეხება, და მას ასევე მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. მათ მტკიცებით, ამ კანონით მოხდება მედიის და თავისუფალი სიტყვის კონტროლი და დევნა. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის გაზიარებას გულისხმობს, რომლითაც ქვეყანაში „ფეიკ ნიუსის“- ყალბი ამბების გავრცელებას უნდა ებრძოლონ და ამით სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება. შეგახსენებთ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ დაანონსდა. „ქართული ოცნების“ გეგმით, ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შეიქმნება პროექტი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. მათი თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. ამ განცხადებების საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს კანონი ბრიტანული არ არის და ის პროპაგანდას წარმოადგენს, „გახარია საქართველოსათვის“ პარტიაში კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე ზეწოლას და ძალადობას ემსახურება.